აშშ-ში, სან ანტონიოს თავშესაფარში ძაღლებმა იქორწინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 9 წლის პინათსა და 3 წლის ქაშეუს ერთმანეთი თავიდანვე მოეწონათ. თავშესაფრის პერსონალის თქმით, ისინი დროს სულ ერთად ატარებენ და ერთმანეთს ძილის დროსაც კი არ შორდებიან.
სწორედ ამიტომ თავშესაფრის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ოთხფება მეგობრებისთვის პატარა საქორწილო ცერემონია გადაეხადათ და პინათსა და ქაშეუს სპეციალური ტანისამოსიც კი შეუკერეს.
მათი ქორწილის ამსახველი ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა.
primetime.ge