ოზურგეთის ტექნოპარკში Skillwill Academy-ს წარმომადგენლებმა სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრას, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი დაესწრო. აკადემიაში სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე.
7 თვის განმავლობაში სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე ონლაინ ჩაატარებენ ლექციებს; სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში, შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.