„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფეიკი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს, ოპოზიციამ შექმნა.
მისივე თქმით, ამის მტკიცებულებები იმიტომ არ არსებობს, რომ თვითონ ამბავი არ არსებობს.
„არანაირი აღქმა არ არსებობს – ეს აღქმაც მათი მოგონილია. მათ შექმნეს „ფეიკი“, რომ ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. ოღონდ მანამდე შექმნეს „ფეიკი“, რომ ის ჩამოშორებულია, ჩვენ ვეხვეწებით, რომ ჩაერთოს და არ ერთვება. როცა სხვანაირად აწყობდათ, გადაატრიალეს ეს ამბავი და მერე ისევ შეატრიალეს. რამდენიმე ნარატივი დაალაგეს და ბოლო ნარატივი, რომელიც ახლა აწყობთ, არის ის, რომ ის ჩართულია პროცესებში. მტკიცებულებები რატომ არ არსებობს, იცით? ამბავი არ არსებობს“, – აცხადებს მდინარაძე.