“ქართული ოცნება” დამფუძნებელი ოლიგარქის გადასარჩენად ახალ გეგმას ამუშავებს და პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინების ნაცვლად, პოლიტიკური რეპრესიების მორიგ ტალღას აანონსებს. ახალი “ტრიუკი” ამჯერად ოლიგარქების წინააღმდეგ შემუშავებულ კანონპროექტს უკავშირდება, რომელიც რეალური ოლიგარქის გარდა, ყველას შეეხება.
ოპოზიცია “ოცნების” ამ ჩანაფიქრს სტრატეგიული პარტნიორების კიდევ ერთხელ დაცინვას უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანონის ამ ფორმით მიღება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
“არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას, რას საუბრობს ბატონი კობახიძე ან ნებისმიერი მათი პროპაგანდის წარმომადგენელი. შავით თეთრზე არის გაწერილი კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს. არშესრულების შემთხვევაში, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს კონკრეტული ფასის გადახდა. რაც უფრო გაჯიუტდებიან შეცდომაში და დანაშაულში, მით უფრო დიდი დემოკრატიული რისხვა დაატყდება მათ ქართველი ხალხის მხრიდან”, – თქვა ნიკა მელიამ.ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის არსებული კანონი ახსნა და თქვა, რომ ქართულ რეალობაში ივანიშვილი ოლიგარქის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.