“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის განცხადებით, ევროსაბჭო მზადაა, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის გადაწყვეტილების კონკრეტული პრიორიტეტები შესრულდება.
“EUCO-ს უახლეს პროექტში ნათქვამია, რომ “ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას რესპუბლიკას. ასევე აღნიშნავს, რომ საბჭო გადაწყვეტს შემდგომ ნაბიჯებს კომისიის მიერ დადგენილი ყველა პირობის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ” ,- აღნიშნავს ჟურნალისტი.