ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც…კაცმა [ივანიშვილი] იშოვა თავისი ნიჭით, ჩამოტანა, დახარჯა – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე ისაუბრა. მისი აზრით რომ არა ის, ოპოზიცია “აქ გააკეთებდა მეორე მარიუპოლს და გაწირავდა ქვეყანას”. ღარიბაშვილის აზრითვე, ივანიშვილმა ფული სხვა ქვეყანაში ნიჭით იშოვა და შემდეგ საქართველოში დახარჯა. პრემიერმა ოპოზიციას განუმარტა, რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი:

“ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც…სასწაულია პირდაპირ ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი – ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავის ნიჭით, ჩამოტანა დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მათი მმართველობის დროს. პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები…ყველაფერი უკავშირდება ამ ადამიანის სახელს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში დაგამარცხათ, გაგყარათ პოლიტიკიდან თქვენი დამნაშავე რეჟიმი, ეს ვერ აგიტანიათ.” თქვა ღარიბაშვილმა

მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ოლიგარქებად მოიხსენია ყველა, გარდა ივანიშვილისა – მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე და ყველა მათგან “ხალხის ძარცვაში” დაადანაშაულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share