„რატომ არ ვახსენებ პუტინის სახელს? ეგ გაინტერესებთ, ბატონო რომან“ – ასე პასუხობს ქვეყნის პრემიერი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრს, რომან გოცირიძეს, მის მიერ პუტინზე დასმულ კითხვაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პუტინის სახელის ხსენებით ვერაფერს მოუტანდა ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს.
რატომ არ ვახსენე პუტინის სახელი? რას მოვუტან მაგით ქვეყანას, ან ხალხს? თქვენ რომ ახსენეთ, რა მაგით? რა სპექტაკლებს დგამთ? რას აჩვენებთ მაგით ხალხს? თქვენთის ეროვნული ინტერესი არის უცხო. აღარ ვარ ჩხუბის ხასიათზე, აღარ მინდა, გაწყენინოთ. გაჩერდით, სანამ გაგახსენეთ რაღაცები“. – უთხრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა რომან გოცირიძეს.