”ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად აკნინებს ჩვენში თვითშეგნებისა და ღირსების დონეს, გეგმაში აქვს, არ გვქონდეს განცდა, რომ ღირსეული ერი ვართ. მისი აზრით, ჩვენ ვართ ორღობის ხალხი. იმ კაცსაც კი, რომელსაც პრემიერად გვისვამს, ეძახის – რაც გინდათ, ის დაუძახეთ-….ისიც კი არაფერს წარმოადგენს მისთვის…ეს რაღაც კულტი შექმნა თავისი, რომელიც შორიდან და ფარულად მართავს სამყაროს…ეს ბოროტებაა..” – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.