“აუცილებელი მოთხოვნაა…სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლება”-გიული ალასანია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ჩალაძეც დაესწრნენ. ისინი შეხვდნენ დეპუტატებს, ელჩებს და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტებს.

გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტარები თანხმდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეცაა დამოკიდებული და თუ დროულად გამოუშვებენ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, დიდი შანსია, ეს დადებითად აისახოს ევროპული საბჭოს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე.

“ყველგან იყოს ძირითადი საკითხი ჩემი შვილის და ნიკა გვარამიასი. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ორი ადამიანის გათავისუფლება. ჩემ შვილთან დაკავშირებით უფრო ლაპარაკი იყო ჰუმანიტარულ მხარეზე, რომ მისი გადაყვანა მოხდეს შესაფერის კლინიკაში. ეს გათავისუფლება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ, რომ 23-ში და 24-ში უკვე მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ მოგვცეს ვადა და ყველაფერი უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდება ის, რაც ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა”, – ამბობს გიული ალასანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share