სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა უკეთესი მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთების დროა.
„არ დათმთ, თქვენი წილი სიმართლე, არ გაჩუმდეთ, როცა გატყუებენ, არ შეეგუოთ სიყალბეს, ფარისევლობას, მლიქვნელობას.
არაფერს ნიშნავს წოდება, ჯილდო, თანამდებობა, უფროსობა, თუ ის უღირსი, გახრწნილი, ჯალათი, ყალბი და მოჩვენებითია…
ჩვენ შევეწირეთ, მაგრამ რაღაცის გამოსწორების შანსი მაინც გვაქვს…
ისევ ჩვენთვის სჯობს, რომ გამოვასწოროთ…
ჩვენი შვილები, ჩვენგან განსხვავებით არ იცხოვრებენ დამახინჯებულ რელიგიაში…
ახლა ყველაზე მეტად დგას ისტორიული მომენტი, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ნამდვილი და ცრუ, მართალი და მტყუანი…
ახლა ყველაზე მეტად უნდა ვთქვათ, რომ უმაღლეს სასწავლებელს არ უნდა მართავდეს ის, ვისაც ორი წიგნი არ აქვს წაკითხული, სულიერებას არ უნდა გვასწავლიდეს კრიმინალი, კაცთმოძულე, მოძალადე, ყაჩაღი…
დიახ, ახლა უნდა ითქვას ყველა გულისტკივილი…
ან მონური ტანჯვა უნდა ავირჩიოთ, ან ტანჯვისგან გათავისუფლება… ჩემი არჩევანი მეორეა!…“ – წერს მამა პეტრე