“მოკლედ მე მგონია ასეთი რამ ხდება: ბიძინა პირდაპირ იღებს დავალებას კრემლისგან, მიდი მოაგვარეო, არ დაუშვა სტატუსის მოცემაო, ესეც ასრულებს ღარიბაშვილის ხელით, სანქციები რომც დაუწესონ, პუტინი არ დაჩაგრავს, საარსებო საშუალებებს ჩაახუტებს თავის ესოდენ მნიშვნელოვან აგენტს. აქ თავიდანვე იყო გეგმა, დაეზომბირებინათ მთელი მოსახლეობა, “იმედი” ამისთვის შეიქმნა ასეთად, კი ჰყავთ იქ თავიანთი სკაბეევა (ანიკაშვილი) სიმონიანების და სალავიოვების ქართული ანალოგი. 20 ში გაირკვა, რომ ვერ დააზომბირეს ბოლომდე. ამიტომ არაა გამორიცხული გეგმა ბ აამოქმედოს კრემლმა და პირდაპრი შემოყაროს ჯარი. სტოლტენბერგი წერილში ღარიბაშვილს, პასტით უწერს, მოუთმენლად გელი მადრიდშიო (looking forward to seeing you in Madrid) მანამდე ნებისმიერი მისი პრესკონფერენცია ნახეთ, მუდმივად ამბობს: საქართველო და ბოსნია-ჰერცოჰოვინა საფრთხეში არიანო, ხომ გვახსოვს? პარტნიორებისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა ელაპარაკოს ღარიბაშვილს, ასე წერია წერილში. ახლა ამ კრემილის აგენტის თანაშემწეს როგორ “უნდა” ეს ამბავი ხომ გასაგებია:)) მაგრამ მე იმედი მაქვს და ისევ კალაძეს თუ დავესესხებით, სწორედ ჩვენი გეორაფიაა გადამწყვეტი – საქართველოზე გადის ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ყველა სასიცოცხლო არტერია, საჭირო ქვეყანა ვართ, თან ხალხი ვართ პროდასავლელი. ამიტომ თუ რუსები აქ შემოლაგდნენ, აუცილებლად დაგვიცავენ ისევე, როგორც დაიცვეს თავის დროზე კოსოვო. უკრაინა რატომ არ დაიცვესო, იკითხავთ, იმიტომ, რომ იქ 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და არმიაც დიდია, რუსების დამარცხების და დასუსტების პოტენციალი გააჩნიათ, თავად იბრძვიან, მართალია დასავლური იარაღით უკვე, ერთი სიტყვით ცოტა შორს თუ გავიხედავთ, მგონია, რომ ეს რეალისტური სცენარია. ჰო, და ალტინფოს “მოღვაწეობისთვის” ხელსაყრელი გარემოს შექმნდა მათი რეგიონებში “განშლაც” ამ კრემლისტურ-ქოცური ერთიანი გეგმის ნაწილი იყო თავიდანვე. შათირიშვილები, ქართველიშვილები, მთელი ეს ანტიდასავლური იდეოლოგიური კოჰორტა, ტროლების ფაბრიკები, ტელევიზიებში და სოცქსელებში ზობირებულ-მოსყიდული მომსახურე დესანტის მოქმედება ამ გეგმის კომპონენტებია იმედია მეტ ადამიანს აეხილება თვალი ამ სიტუაციაზე”
წერს ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.