ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა – ღარიბაშვილი სტატუსზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ეს საქართველო იყო. მისი აზრით, გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით იყო უსამართლო.

ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ არავის წარმატების არ შურს.

“ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, გაგიზიაროთ კიდევ ერთხელ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი ასე ვთქვათ გამოკვეთილი არგუმენტი, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, არის სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე – ჩვენი გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ აჩვენეთ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები მოვედით ორი მთავარი ძალით, ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული.

და დღეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ”, – თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, მსოფლიოში ძალიან რთული პროცესები მიდინარეობს და ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share