მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობას მხოლოდ გადასხმებით უნარჩუნებენ – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კლინიკა ,,ვივა მედის” კარი პრეზიდენტის ძმისთვის გახსნეს.
პრეზიდენტს სათანადო მკურნალობის კურსი არ უტარდება – გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ უფრო რთული ვითარება დახვდა, ვიდრე წინა შეხვედრის დროს. გიორგი სააკაშვილი ძმის საზღვარგარეთ გადაყვანას კიდევ ერთხელ ითხოვს.
სტაბილურად არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესად არის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას. ეს კი იქნება გარანტი ოჯახისა და საზოგადოებისთვ ის, რომ მიხეილს ჯანმთელს ვიხილავთ.
რამდენიმე დღის წინა მას სიცხე ჰქონდა, ახლა კი სიცხე ნამდვილად არ ჰქონია. – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.