2020 წლის 20 არჩევნები

2020 წელი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და მძიმე წელია. მიუხედავად იმისა, რომ არც წლის დასაწყისი იყო ბედნიერი, COVID-19-ის მასშტაბურმა გავრცელებამ და საბოლოო ჯამში, მისმა პანდემიად გამოცხადებამ, მსოფლიოში უპრეცედენტო მობილიზაცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური ცხოვრების კალაპოტიდან ყველა ამოვარდა, პოლიტიკური პროცესი არ და შეჩერდებოდა. რამდენიმე ქვეყანაში კი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულიად შეცვალა ახალმა არჩევნებმა. ამ სტატიაში წაიკითხავთ 2020 წლის არჩევნების შესახებ მსოფლიოს 20 ქვეყანაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, თუმცა უმრავლესობა — 48,16% მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ მიიღო.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. ბაიარგადალახული პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, ამიტომ პარლამენტი ერთპარტიულია და მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებითაა დაკომპლექტებული. პარალელურად, ფასილიტატორების ჩართულობით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ცესკოს ხელახალ დაკომპლექტებასა და ახალი არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა. ერთმანეთს რესპუბლიკელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი უპირისპირდებოდნენ.

ბაიდენმა 306 ელექტორის ხმა აქვს, გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმა იყო.

ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის შემდეგ, რომელმაც მეორე ვადა წააგო. ხოლო ბაიდენმა მოიგო ხალხის ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა 1932 წლის შემდეგ.

საარჩევნო უბანი ინდიანაში. აშშ. 3 მაისი, 2016.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში

საპრეზიდენო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარდა. მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.

შედეგების გამოცხადების მომენტიდანვე ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.

აქციებზე, რომელიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად იმართებოდა, პოლიცია მონაწილეებს ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით უსწორდებოდა. დაშავდა, დააკავეს და დაიღუპა არაერთი ადამიანი.

საპარლამენტო არჩევნები ეგვიპტეში

არჩევნები ეგვიპტეში წარმომადგენელთა პალატის დასაკომპლექტებლად ჩატარდა. პირველი ტური 24-25 ოქტომბერს გაიმართა. მეორე ტური კი, 7–8 ნოემბერს 13 პროვინციაში ჩატარდა.

ეგვიპტის პარტიამ Mostaqbal Watn (ერის მომავალი), რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისს, უზრუნველყო საპარლამენტო არჩევნებში სადავო ადგილების თითქმის 55%. მემარცხენე და დამოუკიდებელი დეპუტატების მცირე ოპოზიციურმა ბლოკმა ადგილები დაკარგა.

ოპოზიციურად განწყობილმა კანდიდატებმა და პარტიებმა შეიტანეს საჩივრები საარჩევნო კომისიაში საარჩევნო გაყალბების ბრალდებით, მაგრამ ყველა მათგანზე უარი მიიღეს.

მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მათ შორის ზიად ელელემი, ჰიშამ ფუადი, ომარ ელ-შენეტი და ჰოსამ მოანისი 2019 წლის 25 ივნისს “სახელმწიფოს დამხობის” ბრალდებით დააპატიმრეს.

ფოტო: voanews.com

საპარლამენტო არჩევნები უზბეკეთში

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური უზბეკეთში 2019 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა 150-დან 25 ოლქში არც ერთი პარტიის უპირატესობა არ იყო ცალსახა. სწორედ ამიტომ, 2020 წლის 5 იანვარს არჩევნების მეორე ტური გაიმართა. შესაბამისად, არჩევნების პროცესმა 2020 წელში გადმოინაცვლა.

უზბეკეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია კვლავ დარჩა საკანონმდებლო ორგანოს უდიდეს პარტიად — მან 150 მანდატიდან 53 მოიგო. არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობდა.

ფოტო: aa.com.tr

საპრეზიდენტო არჩევნები ტაივანში

საპრეზიდენტო არჩევნები ტაივანში 2020 წლის 11 იანვარს ჩატარდა. არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა და დემოკრატიული, პროგრესული პარტიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვეს — მათ მოახერხეს და დაამარცხეს აოჰისუნგის მერი ჰან კუ-იუ კუომინტანგიდან და მისი კანდიდატი ჩან სან სან-ჩენი.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საერთო ამომრჩევლების 74,9%-მა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებში 2008 წლის შემდეგ.

ცაიმ მიიღო რეკორდული რაოდენობის — 8,17 მილიონი ხმა, სულ — 57,1%.

ფოტო: taiwantoday.tw

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართა. ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობის შეზღუდვაში დაადანაშაულეს.

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ შეინარჩუნა თავისი უმრავლესობა — მან 125 მანდატიდან 72 მოიგო, თუმცა მოგვიანებით ეს 70-მდე შემცირდა, როდესაც ორ საარჩევნო ოლქში შედეგები გაუქმდა. სიდიდით მეორე პარტიამ (სამოქალაქო სოლიდარობის პარტიამ) მხოლოდ სამი ადგილი მოიპოვა.

ფოტო: xinhuanet.com

საპარლამენტო არჩევნები სერბეთში

საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 2020 წლის 21 ივნისს ჩატარდა. თავდაპირველად, საარჩევნო პროცესი 2020 წლის 26 აპრილისთვის იყო დანიშნული, თუმცა Covid-19-ის მიერ შექმნილმა საგანგებო ვითარებამ ქვეყანაში არჩევნების გადადების აუცილებლობა გააჩინა.

არჩევნებამდე პერიოდში პარტიებმა დიალოგის შემდეგ, საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

მრავალმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნების შედეგი არ აღიარა და ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ, მათ შორისაა მთავარი ოპოზიციური კოალიცია — ალიანსი სერბეთისთვის.

აღნიშნულ არჩევნებზე დაფიქსირდა ყველაზე დაბალი აქტივობა 1990 წლის შემდეგ. სერბეთის პროგრესული პარტიის კოალიციამ მოიგო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპარლამენტო უმრავლესობა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ არჩევნები ჩატარდა ეფექტურად, მინიმალური დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ აღნიშნეს გარკვეული დარღვევები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აქტივობასა და შედეგებზე.

ფოტო: euronews.com

საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში

1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, რიგით მეოთხე პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში 1 ნოემბერს ჩატარდა.

იმის გამო, რომ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების უმრავლესობა, 15 ნოემბერს ჩატარდა მეორე ტური — ერთმანეთს მაია სანდუ და იგორ დოდონი დაუპირისპირდნენ.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პროევროპელმა კანდიდატმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მან მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა. სანდუ მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მაია სანდუმ ხმების 57,7 პროცენტი მიიღო, ხოლო იგორ დოდონმა — 42,3 პროცენტი.

ფოტო: storage.googleapis.com

საპარლამენტო არჩევნები ვენესუელაში

საპარლამენტო არჩევნები ვენესუელაში 2020 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა. უკვე წლებია, აქ ძალაუფლებისთვის ნიკოლას მადურო და ხუან გუაიდო ასპარეზობენ. მადუროს პირობებში ქვეყანა უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნები გაყალბებულად შეფასდა და მისი ლეგიტიმურობა არ იცნო. არჩევნების პერიოდში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. PSUV–ს ხელმძღვანელობით დიდი პატრიოტული პოლუსის ალიანსმა ადგილების უმეტესობა მიიღო. აქტივობამ დაახლოებით 30,5% შეადგინა.

ფოტო: plenglish.com

საპარლამენტო არჩევნები სირიაში

სირიის სახალხო საბჭოს წევრების ასარჩევად საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სირიაში 2020 წლის 13 აპრილს იყო დაგეგმილი. თუმცა, პანდემიის გამო არჩევნები არაერთხელ გადაიდო.

ჯამში არჩევნებში 1665 კანდიდატი მონაწილეობდა, ისინი სირიის პარლამენტის 250-ე ადგილისთვის იბრძოდნენ. ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 33,17%-მა მიიღო — პოლიტიკოსები აქტივობის შემცირებას პანდემიას უკავშირებდნენ.

ფოტო: mei.edu

საყოველთაო არჩევნები ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდიის არჩევნები 2020 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდა და მას 53-ე პარლამენტი უნდა შეედგინა. ამომრჩეველმა 120 წარმომადგენელი აირჩია წარმომადგენელთა პალატაში — 72 ერთწევრიანი ელექტორატიდან და 48 დახურული პარტიული სიიდან. ასევე, ჩატარდა ორი რეფერენდუმი: კანაფის პირადი მოხმარებისა და ევთანაზიის შესახებ.

მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ, მოქმედი პრემიერმინისტრის ჯაკინა არდერნის მეთაურობით, არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნული პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც ჯუდიტ კოლინსი მეთაურობდა. ლეიბორისტებმა მოიპოვეს 65 ადგილი, რაც საკმარისია უმრავლესობის შესაქმნელად.

საპარლამენტო არჩევნები ტაჯიკეთში

საპარლამენტო არჩევნები ტაჯიკეთში 2020 წლის 1 მარტს ჩატარდა. შედეგად მმართველმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა — 63 ადგილიდან 47 მიიღო. ერთადერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო მხოლოდ ხმების 0,3%.

არჩევნებს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებდა.

ფოტო: eurasianet.org

მუნიციპალური არჩევნები საფრანგეთში

მუნიციპალური არჩევნები პარიზსა და სხვა ქალაქებში 2020 წლის 15 მარტს ჩატარდა. მეორე ტური, რომელიც თავდაპირველად უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 22 მარტს, COVID-19 პანდემიის გამო გადაიდო.

საბოლოოდ, მეორე ტური შედგა 2020 წლის 28 ივნისს, რომლის დროსაც იდალგო ხელახლა აირჩიეს პარიზის მერად.

ფოტო: s.france24.com

საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში

საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში კენჭისყრის მეორე ტურით, 2020 წლის 12 ივლისს დასრულდა. პირველი რაუნდი ჩატარდა 2020 წლის 28 ივნისს. მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა სამოქალაქო პლატფორმის ვიცე-თავმჯდომარის და ვარშავის მერს, რაფაშ ტრზასკოვსკის უპირისპირდებოდა. პირველ ტურში დუდამ ამომრჩეველთა ხმების 43,5%, ხოლო ტრზასკოვსკიმ 30,46% მიიღო. მეორე ტურში დუდამ 51% მიიღო.

კენჭისყრის პირველი რაუნდი უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 10 მაისს, მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო გადადეს.

ეუთოს საბოლოო დასკვნაში იკვეთებოდა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ვერ შეასრულა თავისი იურიდიული მოვალეობა, უზრუნველყოს დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქება” და იგი მიკერძოებულად მოქმედებდა.

ფოტო: s.france24.com

საპარლამენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 15 ივლისს გაიმართა. არჩევნების თარიღი, თავდაპირველად, 12 აპრილი იყო, მაგრამ პანდემიის გამო აქაც შეფერხდა მისი დაგეგმლი დროს ჩატარება.

არჩევნების შედეგად უკიდურესად დანაწევრებული პარლამენტი შეიკრიბა — ევროკავშირის მომხრე SDSM-ს კოალიციამ ხმების და ადგილების სიმრავლე მიიღო. კოალიცია ნაციონალისტურ-კონსერვატიული VMRO-DPMNE-ს ხელმძღვანელობით მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

მემარცხენე, სოციალისტური პარტია პირველად შევიდა პარლამენტში ორი მანდატით, ხოლო ალბანეთის დემოკრატიულმა პარტიამ ერთი ადგილი დაკარგა. აქტივობა დაახლოებით 15 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც COVID-19-ის პანდემიით იყო განპირობებული.

ფოტო: emerging-europe.com

საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში

სეიმის 141 წევრის არჩევის მიზნისთ ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 11 და 25 ოქტომბერს ჩატარდა. 71 დეპუტატი აირჩიეს ერთწევრიან საარჩევნო ოლქში, ორი ტურის სისტემის გამოყენებით, ხოლო დანარჩენი 70 — ქვეყნის მასშტაბით, პროპორციული წარმომადგენლობის გამოყენებით.

პირველი ტური ჩატარდა 11 ოქტომბერს, ხოლო მეორე ტური 25 ოქტომბერს.

აქტივობა, 1990 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი იყო, რაც პანდემიის მიერ იყო გამოწვეული.

ფოტო: lh3.googleusercontent.com

ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში

უკრაინის ადგილობრივი არჩევნები 2020 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ რაიონის საკრებულოების და სოფლის დეპუტატები აირჩია. ასევე, ჩატარდა ქალაქის მერის არჩევნები — ამომრჩეველთა უმეტესობას ოთხი ბიულეტენის შევსება მოუხდა.

2020 წლის 15, 22 და 29 ნოემბერს და 6 დეკემბერს ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტური იმ ქალაქებში, სადაც 75 000-ზე მეტი ამომრჩეველი იყო.

2014 წლის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონეცკის ოლქისა და ლუგანსკის ოლქის ნაწილებზე მთავრობის კონტროლის დაკარგვის გამო, ამ ორი პროვინციის გარკვეულ ნაწილში არჩევნები არ ჩატარებულა. არჩევნები არ ჩატარდა არც ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ, ხალხის მსახურმა, მარცხი განიცადა ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ კიევში; ამასობაში, პროევროპულმა და პრორუსულმა პარტიებმა კარგი შედეგები მიიღეს.

ფოტო: fairplanet.org

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდა. ადგილების უმეტესობა პრო-სამთავრობო პარტიებმა მოიპოვეს.

პროტესტის შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები გააუქმა. პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გადადგნენ. 13 ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მათ ჩამოაყალიბეს “სახალხო ნდობის საკოორდინაციო საბჭო”, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლის პოვნის იდეების ფორმულირებაზე.

თავდაპირველად, ვადამდელი არჩევნები 2020 წლის 20 დეკემბრისთვის დაინიშნა, თუმცა შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილების საჭიროების გამო, არჩევნები ივნისისთვის გადადეს.

ფოტო: c.files.bbci.co.uk

საპარლამენტო არჩევნები სლოვაკეთში

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 29 თებერვალს, ეროვნული საბჭოს 150 წევრის ასარჩევად ჩატარდა.

ანტიკორუფციული მოძრაობა რიგითი ხალხი, იგორ მატოვიჩის მეთაურობით, ყველაზე დიდი პარტია აღმოჩნდა — მათ 53 მანდატი მოიპოვეს. მმართველმა კოალიციამ, მხოლოდ 38 ადგილი მოიპოვა, რაც 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ვინაიდან ვერც ერთმა პარტიამ ან საარჩევნო კოალიციამ ადგილების უმრავლესობა ვერ მოიპოვა, საჭირო გახდა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.

ფოტო: static.timesofisrael.com

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    ქალები, რომელთა გარეშეც 2020 წელი ძალიან რთული იქნებოდა2020 წელს სამყაროს სუპერგმირები და ყოვლისშემძლეები (ანუ ქალები) სამსახურებიდან სახლებში დაბრუნდნენ და მუშაობასთან ერთად ოჯახის საქმეებიც შეითავსეს. წლის გმირების სტატუსი მათაც ეკუთვნით, თუმცა გადავწყვიტეთ კიდევ რამდენიმე გამორჩეული ქალი გამოგვეყო, რომელთა მმართველობის, სიყვარულის, მზრუნველობის, გონიერების და ბრძოლის გარეშეც 2020 ბევრად უფრო რთული იქნებოდა. მარნეულელი ქალები ფოტო: UN Women Georgia მაისში მარნეულელმა…
    Tags: და, ფოტო, წლის, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 88
    2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა2020 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის პარალელურად მიმდინარე წელს მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. რითი დაგვამახსოვრა თავი 2020-მა წელმა: |ავტრალიის ტყის ხანძრები „დედამიწის ფილტვები იწვის“ 2020 წელი მსოფლიოსთვის სამწუხარო მოვლენით, ავსტრალიის მასშტაბური ხანძრით დაიწყო. ხანძრები რამდენიმე თვის განმავლობაში მძვინვარებდა, რის შედეგადაც 47 მილიონამდე ჰექტარი დაიწვა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. მასშტაბურ…
    Tags: და, წლის, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 87
    ვინ არის გოგო ვინც მოცეკვავე წყვილის ქანდაკება შექმნა29 წლის სალომე გელაშვილი პროფესიით მხატვარია. პანდემიის გამო ახალი წლის დღეების გატარება მშობლიურ სოფელ ბერეთისაში გადაწყვიტა. თოვლის მოსვლასთან ერთად დაებადა იდეა, რომელიც სოფელში მცხოვრებ ადამიანებსაც გაახალისებდა და ისიც შემოქმედებითად დაიხარჯებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, თოვლის მოცეკვავე ქანდაკება გაეკეთებინა.     "გურიის მოამბე" სალომე გელაშვლის ესაუბრა და კითხა თუ რა იყო ინსპირაციის წყარო რომ ეს ქანდაკება შეექმნა:…
    Tags: და, წლის, ახალი, საზოგადოება, მთავარი, თემა, ამბები
  • 87
    კალანდა გურიაში - ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მოგონებებიდანროგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში  ახალი წლის დასაწყისად  სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები