ხვალ, 24 ივნისს, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ დაანონსებულ აქციას “შინ ევროპისკენ” სტუდენტები უერთდებიან. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ე.წ. “ივენთიც” გამოჩნდა.
ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ სტუდენტობა გაჩერებას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის.
20 ივნისს მთელი მსოფლიო გაოცდა ჩვენი სიმრავლით, მაგრამ 24, მეტად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხვალ გადაწყდება საქართველოს ევროპული ბედი და მომავალი.
გელოდებით ხვალ, თითოეულ სტუდენტს. 7 საათზე ახალგაზრდობა ხელახლა შევიკრიბოთ და უფრო დიდი შემართებით გავეშუროთ რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ, ისევ ერთად, ისევ ძლიერად!
ხვალ წყდება ჩვენი ბედი როგორც სტუდენტების და როგორც საქართველოს მოქალაქეების.
გაუმარჯოს საქართველოს!, – წერენ სტუდენტები.