თუ ხელისუფლება გადაუდგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ნიშნავს, რომ ის ტოვებს საქართველოს რუსულ სივრცეში, – ამის შესახებ პარტია ,,კანონი და სამართლის’’ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ხალხს დარჩება ერთადერთი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება – ხელისუფლება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ევროინტეგრაციის გზაზე ხელს შეუშლის, უნდა გამოიცვალოს. იდიოტი ხელისუფლება ქმნის რევოლუციას. ჩვენთან მომხდარა რევოლუციები უსისხლოდ, 3-დღიანი, ეს იყო ვარდების რევოლუცია. თუ ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას შეუშლის გუნდი ხელს ამ გზაზე, მე ყველაფერს ვიღონებ, რომ ის ხელისუფლება გამოიცვალოს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.