პოეტი, რატი ამაღლობელი 24 ივნისს, თბილისში “სირცხვილიას” მიერ დაგგემილ აქციას სოციალურ ქსელში ეხაურება და წერს, რომ რუსეთი საქართველოში სპეცოპერაციას ატარებს.
“ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ტყვიის გასროლის გარეშე იპყრობს და ანადგურებს საქართველოს სახელმწიფოს. ამ ქვეყნის ბედი, კიარადა უბედობა ყოფილა, რომ დამპყრობლებს მუდამ თავისივე ორჯონიკიძეები და ღარიბაშვილები მოუძღვიან წინ. რუსეთი თუ სადმე აწარმოებს სპეც.ოპერაციას – საქარათველოა, სპეც.ოპერაცია კოდური სახელწოდებით “ქართული ოცნება”. 24-ში საღამოს 8 საათზე მივდივართ რუსთაველზე”, – წერს ამაღლობელი.