ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი ქუჩიდან სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თედო სახოკიას ქუჩაზე არსებული პრობლემა, დღემდე გადაუჭრელია:
”ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall აქ მილებს საიზოლაციო ლენტით ამაგრებენ?
მესამედ გნიშნავთ უკვე ამ კონკრეტული ქუჩის პრობლემაზე !
ხელფასები ხომ გაიზარდეთ და ხალხის სამსახურში რომ გიხდიან მაგ ფულს ეს რატომ გავიწყდებათ ?
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze ადამიანებმა როგორ უნდა იარონ აქ?
თუ თქვენ არ დადიხართ და არ გაინტერესებთ რომ ერთხელ და საფუძვლიანად შეკეთდეს ეს ტერიტორია?
მის: ოზურგეთი, თედო სახოკიას ქუჩა.” – წერს ნიკოლაშვილი.