”სამარცხვინო ხელისუფლების წყალობით,რომელმაც ერთ რუს ოლიგარქს გადააყოლა ამ ქვეყნის პერსპექტივა,დღეს კარებთან ვართ ატუზულები ოროსანი მოსწავლეებივით! არა,ეს არ უნდა გავუტაროთ!ესენი უნდა მოშორდნენ! ხვალ,რუსთაველზე – კაცი ქუდზე!!” – ასე ეხმაურება ლანცხუთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, კახა ასკურავა საქართველოს საგარეო პოლიტიკას და სოციალურ ქსელში წერს:
”მთელი ამ ხნის განამავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე ყავდა გულმხურვალე მეგობრები/ლობისტები,რომლებსაც დიდი გავლენები აქვთ, როგორც ევროპულ საბჭოში,ასევე სარგებლობენ კონკრეტული ხმის მიცემის უფლებით.
თუ უკრაინის ლობისტი არის პოლონეთი და ომის დროს,ამ ბოლო დროს შეიძინა დიდი ბრიტანეთი, მოლდოვის ლობისტია ბულგარეთი,ჩვენ ერთდროულად სამი ქვეყანა ვგულშემატკივრობდა/გვალობირებდა – პოლონეთი,ლიტვა და ლატვია.
რა მოხდა გადამწყვეტ მომენტში,როცა საქმე საქმეზე მიდგა?
“ქართული ოცნების”სრულიად მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად(არ ვაპირებ ენის მოჩლეფვას)ხო,მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად არ დაგვრჩა არავინ პატრონ-მოყვარე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყანამ ზურგი აქცია საქართველოს ხელისუფლებას,რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის.ამ მოღალატეებმა,ამ ქორ-ვაჭრებმა,ამ გაუმაძღარებმა…ამათ ეს როგორ უნდა ვაპატიოთ?!ეს ამათ როგორ უნდა გავუტაროთ?! ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე კითხვითი ნიშნებიც კი არ ყოფილა ათწლეულებია და რა ხდება დღეს?ამ სამარცხვინო ხელისუფლების წყალობით,რომელებმაც ერთ რუს ოლიგარქს გადააყოლა ამ ქვეყნის პერსპექტივა,დღეს კარებთან ვართ ატუზულები ოროსანი მოსწავლეებივით! არა,ეს არ უნდა გავუტაროთ!ესენი უნდა მოშორდნენ! ხვალ,რუსთაველზე – კაცი ქუდზე!!” – წერს ასკურავა.