”მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს და შეიქმნას დროებითი კოალიციური მთავრობა, რაშიც მოიაზრება ცხადია ქართული ოცნებაც, როგორც ფაქტობრივი უმრავლესობის მფლობელი, იმ დათქმით, რომ ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან პარტიული ნიშნით და აირჩევა სამოქალაქო საზოგადოებიდან. ამ მთავრობას დაეკისრება პასუხისმგებლობა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე. ესაა ერთადერთი მშვიდობიანი, რაციონალური გამოსავალი.” – ასე ეხმაურება მწერალი ტორესა მოსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადების ფაქტს.