2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა

2020 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის პარალელურად მიმდინარე წელს მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

რითი დაგვამახსოვრა თავი 2020-მა წელმა:

|ავტრალიის ტყის ხანძრები

„დედამიწის ფილტვები იწვის“

2020 წელი მსოფლიოსთვის სამწუხარო მოვლენით, ავსტრალიის მასშტაბური ხანძრით დაიწყო. ხანძრები რამდენიმე თვის განმავლობაში მძვინვარებდა, რის შედეგადაც 47 მილიონამდე ჰექტარი დაიწვა. გარდაიცვალა 34 ადამიანი.

მასშტაბურ ზარალთან ერთად ხანძრებმა ენდემური სახეობების არსებობას შეუქმნა საფრთხე. განსაკუთრებით დაზარალდნენ კოალები.

სოციალური ქსელებში მრავლად შეხვდებოდით კოალების ამსახველ ფოტოებს, რომლებიც  „შველას ითხოვდნენ“.  ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ვიდეომ, რომელშიც ასახულია კადრები, თუ როგორ შევარდა ცეცხლმოკიდებულ ტყეში ავსტრალიელი ქალი კოალის გადასარჩენად.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა
ავსტრალიის ხანძრები

ცნობისთვის, ამაზონის ტყე მსოფლიოში უდიდესია და გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს პლანეტაზე ნახშირორჟანგის დონის დაბალანსებაში. ფოტოსინთეზის პროცესში, სხვადასხვა მცენარეები და ხეები იღებენ ნახშირორჟანგს და ჰაერში მას ჟანგბადის სახით აბრუნებენ.

სწორედ ამიტომ უწოდებენ თითქმის 3,4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ამაზონის ტყეს „პლანეტის ფილტვებს“. ეს ტყე აწარმოებს დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 20 პროცენტს.

|COVID-19-ის პანდემია

2020 წლის 9 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განცხადება გაავრცელა, სადაც ჩინეთის ქალაქ უჰანში ახალი კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ იუწყებოდა. მალევე, კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა.

2020 წლის 11 მარტს WHO-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

„ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა

Worldometer-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით 81,156,327 ადამიანი ინფიცირდა. ვირუსს 1,772,222 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 57,305,768.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – რა ისწავლა მედიცინამ კორონავირუსით რეინფიცირებულ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებიდან

გრძელვადიანი Covid 19 – ვის შეიძლება განუვითარდეს ის

რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

 |კობი ბრაიანტის გარდაცვალება

2020 წლის 26 იანვარს მომხდარმა ავიაკატასტროფამ 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილის სიცოცხლე შეიწირა.

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა
კობი ბრაიანტი ქალიშვილთან ერთად

ბრაიანტი ცნობილია ასევე მრავალმილიონიანი სარეკლამო ხელშეკრულებებით, კერძოდ, ის თანამშრომლობდა Adidas-თან და Nike-თან.

2018 წელს ბრაიანტმა ფილმისთვის „ძვირფასი კალათბურთი“ („Dear Basketball“) მიიღო „ოსკარი“ ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის აუტოფსიის შედეგები გამოქვეყნდა

 |დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

 დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ  დონალდ ტრამპს ფიცის დადების დარღვევაში დასდო ბრალი,  ასევე ეროვნული უსაფრთხოების რისკის ქვეშ ჩაგდებაში და 2020 წლის არჩევნებზე უკანონოდ გავლენის მოხდენაში.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა
დონალდ ტრამპი

საბაბი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გახდა, რომლის დროსაც ტრამპი უკრაინის ლიდერისგან მოითხოვდა ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიების დაწყებას.

თუმცა, აშშ-ის სენატმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლის ბრალდებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპი გაამართლა.

ამ თემაზე ვრცლად – როგორ დაიწყო და რატომ ვერ მოახერხეს ტრამპის გადაყენება – იმპიჩმენტის ქრონოლოგია

 |ჰარვი ვაინშტაინის ვერდიქტი

 2020 წლის 24 თებერვალს ცნობილი ამერიკელი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ გაუპატიურებას და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. საქმის ბოლო ინსტანცია ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოში განიხილებოდა და ხუთდღიანი მსჯელობის შემდგედ ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტაინი ხუთიდან ორ პუნქტში დამნაშავედ მიიჩნიეს.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა
ჰარვი ვაინშტაინი

ცნობისთვის, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლოს ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რამაც #MeToo მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა. ათობით ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ამ მოვლენას მოჰყვა განხილვა ორმხრივი თანხმობის მნიშვნელობაზე. სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოჩნდა ჰეშთეგი Me Too (#MeToo = მეც) და ინტერნეტი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ კამპანიამ მოიცვა. ორი მარტივი სიტყვით ქალები საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე საჯაროდ წერდნენ. #MeToo ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

 

|ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა.

ფლოიდის დაკავების მიზეზი სავარაუდო ყალბი 20-დოლარიანი იყო. გამვლელის მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვს, რადგან ვერ სუნთქავს: „ვერ ვსუნთქავ“, „არ მომკლათ“,- ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი სიცოცხლის ბოლო წუთებში.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა
ჯორჯ ფლოიდი

ფლოიდის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა. ქვეყანაში შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობა „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.  დემონსტრანტები ქვეყნის მასშტაბით ისტორიული პირების მონუმენტებისა და ქანდაკებები აღებას ითხოვდნენ, რადგან, მათი მტკიცებით, ეს ადამიანები მონობისა და რასიზმის სიმბოლოებს წარმოადგენენ.

აშშ-ში 9 ივნისი ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოცხადდა.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

|ჭორები კიმ ჩენ ინის გარდაცვალებაზე

15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გამოტოვა ე.წ. მზის დღე – ბაბუამისის, კიმ ირ სენის დაბადების დღის იუბილე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კალენდარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა
კიმ ჩენ ინი

რამდენიმე დღეში, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიქტატორი ავადაა და მან გადაიტანა ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან და რეაბილატაციის პერიოდი ძალიან რთულად გადააქვს.

ინფორმაციის გავრცელებიდან 20 დღეში კიმ ჩენ ინი კვლავ გამოჩნდა. ის ფხენიანის სამხრეთით ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო, რის შემდეგაც არსებული ჭორები მისი გარდაცვალების შესახებ სრულიად გაფანტა.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ: კორეელი დიქტატორის ბურუსით მოცული ცხოვრება – რა ვიცით კიმ ჩენ ინზე?

რა ელოდება ჩრდილოეთ კორეას კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შემდეგ?

|ჯონ ბოლტონის მემუარები

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის წიგნი „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“, რომელშიც მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდია აღწერილი, 23 ივნისს გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებამდე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლტონის ხელნაწერი თეთრ სახლში გატარებულ პერიოდზე უამრავ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა.

დეპარტამენტმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი წიგნს გამოაქვეყნდებდა, ამით კანონს დაარღვევდა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.

ვრცლად ამ თემაზე: რა გავიგეთ ჯონ ბოლტონის მემუარებიდან – მთავარი მესიჯები

|მსოფლიოს ცნობილ სახეებს Twitter-ის ანგარიშები დაუჰაკეს

2020 წლის 16 ივლისს ბილ გეითსი, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი და კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

კიბერთავდასხმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშებზე განხორციელდა, სადაც კრიპტოვალუტის გადარიცხვას მოითხოვდნენ.

ჰაკერებმა ბილ გეიტსის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის „ტვიტი“ გამოაქვეყნეს –  „მიგზავნით 1000$, გიგზავნით 2000-ს“.

შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, Twitter-მა მრავალი ვერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიში დროებით შეზღუდა და მათ მფლობელებს სისტემაში შესაცვლელად კოდური სიტყვების შეცვლა მოსთხოვა.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა

|ბეირუთის ტრაგედია

2020 წლის 4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბარი იყო პიროტექნიკის აფეთქებაზე, სხვა ადვილად ფეთქებად ნივთიერებებზეც, თუმცა ოფიციალური პირები საწყობში 6 წლის მანძილზე შენახულ ძლიერ ფეთქებად ნივთიერებებზე საუბრობენ. ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუშვებელია“ რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე იყო შენახული.

აფეთქებას სულ მცირე 190-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ:  შემზარავი კადრები ბეირუთიდან – რას საქმიანობდნენ ადამიანები, როდესაც აფეთქება მოხდა

ფოტოები სიკვდილის შემდეგ: მეხანძრეები ბეირუთის პორტში მივიდნენ… აფეთქება ერთ წუთში მოხდა

|კრიზისი ბელარუსში

ბელარუსში უპრეცენდენტო საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოაცხადეს.

დემონსტრანტები ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციები ბელარუსში დღემდე გრძელდება, დემონსტრაციები კვირაობით იმართება.

ამ თემაზე ვრცლად: ბელარუსის კრიზისი – მოვლენების ქრონოლოგია

|ალექსეი ნავალნის საქმე

20 აგვისტოს ქალაქ ომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.

22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით იყო მოწამლული.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა
ალექსეი ნავალნი

ნავალნი მომხდარში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს. თუმცა, კრემლი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.

2020 წლის 21 დეკემბერს ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ადამიანთან, რომელიც, სავარაუდოდ, ფსბ-ს საიდუმლო განყოფილების რვა ოფიცრიდან ერთ-ერთია და რომელიც სავარაუდოდ, მოწამვლის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

ამ თემაზე ვრცლად: ნავალნი: „მე დავურეკე ჩემს მკვლელს, მან აღიარა“

ჟურნალისტური გამოძიება: ვინ არიან ФСБ-ს თანამშრომლები, რომლებიც ნავალნის მოწამვლის დღეს უთვალთვალებდნენ

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ნავალნი – ვინ არის და რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან

|ჩედვიკ ბოუზმენის გარდაცვალება

2020 წლის 28 აგვისტოს ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოუზმენი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი MARVEL-ის სუპერგმირი შავი პანტერა იყო, 43 წლის ასაკში ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა. მსახიობს დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

მისი გარდაცვალება შოკისმომგვრელი იყო გულშემატკივრებისთვის, რადგან მათ არ იცოდნენ მსახიობის დიაგნოზის შესახებ, თუმცა მთელი წლის მანძილზე არაერთ ეჭვს გამოთქვამდნენ მსახიობის შესამჩნევ წონის კლებაზე

აღსანიშნავია, რომ მსახიობის გარდაცვალებას აშშ-ს მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც გამოეხმაურა:

 

|კალიფორნიის ხანძრები

2020 წლის აგვისტოში კალიფორნიაში რეკორდულად მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებდა. ხანძრის შედეგად მილიონობით ჰექტარი დაიწვა, საცხოვრებელი სახლების დატოვება ასი ათასობით ადამიანს მოუწია.

|რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალება

2020 წლის 18 სექტემბერს „კანონის ტიტანი“, ფემინისტი და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს უხუცესი მოსამართლე,  რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში რუთი პანკრიასის კიბოს ებრძვოდა.

ცნობისთვის, გინსბურგი აშშ-ს ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.  მან აღნიშნული პოზიცია 1993 წელს დაიკავა.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ : გინსბურგი – „კანონის ტიტანის“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

|მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერობა მთიანი ყარაბაღის საკითხზე  27 სექტემბრიდან დაიძაბა.

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე 3-ჯერ შეთანხმდნენ.

თუმცა, ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდებოდა და მხარეები ერთმანეთის დადანაშაულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში კვლავ განაგრძობდნენ.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა

საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას 10 ნოემბერს მიაღწიეს, როდესაც  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ამ თემაზე ვრცლად : რა წერია მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებაში

პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად

|ტრამპის განკურნების ეფექტი

2020 წლის 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში, ტრამპის ექიმმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ვირუსის დამარცხებაში ანტისხეულების ექსპერიმენტული პრეპარატი „რეგენერონი“(ანტისხეულების კოქტეილი)  დაეხმარა.

ამ თემაზე ვრცლად – რით უმკურნალეს ტრამპს

|ავსტრიის ბნელი ღამე

2020 წლის 2 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა.

შეიარაღებული ტერორისტები გამოჩნდნენ სინაგოგასთან და კიდევ 5 ლოკაციაზე, სადაც სროლების შედეგად დაიღუპა სულ ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელი.

სროლის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ვენაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ვენაში განხორციელებული თავდასხმის დროს ლიკვიდირებული შეიარაღებული პირი 20 წლის ახალგაზრდა იყო, რომელსაც „ჩრდილო მაკედონური ფესვები“ ჰქონდა. ხელისუფლების თქმით, თავდამსხმელს კრიმინალური წარსული ჰქონდა, რომელიც ტერორისტულ აქტივობებს უკავშირდებოდა.

ამ თემაზე ვრცლად : „ავსტრიის ბნელი ღამე“ – ვენაში მომხდარი ტერაქტის შესახებ  და მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები

ამბავი, რომელმაც ავსტრია შოკში ჩააგდო – რა შეცდომა დაუშვა მთავრობამ და როგორ მოიქცა ხალხი?

|2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

3 ნოემბერს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და დემოკრატიულ პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ.

აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

კერძოდ, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა – 232.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა

20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას კი კამალა ჰარისი დაიკავებს.

მიუხედავად ამისა, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას მაინც არ აღიარებს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ: ჯო ბაიდენის პოლიტიკური გზა – ფაქტები ბიოგრაფიიდან

|COVID-19-ის ვაქცინა – მსოფლიოს ქვეყნებმა მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყეს

პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოს ქვეყნებმა კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყეს.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის მარგარეტ კენანი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.

11 დეკემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ  Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი დაუჭირა. 19 დეკემბერს კი Moderna-ს მიერ შექმნილ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA) მიანიჭა.

21 დეკემბერს ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

ევროკავშირის ქვეყნებმა ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყეს.

30 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ფართო გამოყენებისთვის Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინაც დაამტკიცა.

ამ თემაზე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა COVID-19-ის ვაქცინა

|ახალი ტიპის კორონავირუსი

14 დეკემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, COVID-19-ის ახალი ფორმით არის გამოწვეული.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მეცნიერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია.

COVID-19-ის  ახალი სახეობის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ლონდონის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი – მეოთხე დონე და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა

სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს.

ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან საქართველოში ჩამომსვლელმა ადამიანებმა 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

ამ თემაზე ვრცლად: რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება

|ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომელმაც ბრექსითის შემდგომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს.

30 დეკემბერს ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შემდეგ  თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

“პრაიმტაიმი”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share