ცეცხლის ალში გახვეული ფიქრები. ნაწილი 5
ისევ ზაფხული მოვიდა.ისევ გამოვდგით სამფეხები და ქვაბები სოფელში… მართალია გაზი შევიყვანეთ და ეს კარგია, მაგრამ მთავარი პრობლემა ისევ გადაუჭრელია… დიახ, წყალი არც ეხლა გვაქვს და თუ წვიმები არაა ჭა დამშრალია.ამიტომ მეც და კიდევ ბევრი ჩემნაირი პლასტმასის ბოცებით სავსე მანქანით დავდივართ რომ ნაღობილევის ან ნატანების მე 12 ბრიგადის ჭაბურღილიდან ავიღოთ წყალი და მივიტანოთ სახლში… ასე ნაზიდი წყალით გვიწევს სარეცხის დარეცხვაც და ბანაობაც… თუ წვიმებია, მაშინ მარტო სასმელი წყლის მოტანა გვიწევს… გლეხების უმეტესობა ბაღ ბოსტანს ვეღარ ამუშავებს, რადგან სარწყავი წყალი არაა, მოტანა არ შეუძლიათ და უწყლოდ კიდე არაფერი არ მოდის…
არადა ამ ორი ჭაბურღილი მინიმუმ 250 ოჯახს წყლის პრობლემას მოუგვარებდა… კი პირდებოდა დღევანდელი ადგილობრივი მთავრობა რომ არჩევნების შემდეგ პირველი რასაც გააკეთებდნენ ეს ამ უბნებისთვის წყლის სისტემის დაქსელვა იქნებოდა, მაგრამ…. პირველი რაც გააკეთეს ის იყო რომ თავიანთ თავებს ხელფასები მოუმატეს… ასევე ერთის ნაცლად ეხლა 3 ან მეტი მოადგილეები ყავთ, რა თქმა უნდა მომატებული ხელფასებით… და წყალს რომ მოითხოვს ხალხი , ადგილობრივი დეპუტატები, გამგებლები ან სულაც მერი ან რომელიმე მისი მოადგილე ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო პასუხობენ…
ხოდა თქვე კაი ხალხო, რომ მოდიოდი ხომ იცოდი რამდენიც იყო ხელფასი ??? იცოდი… ცოტა იყო??? არ იყო ცოტა… ხოდა, წინა მერს რომ ებრძოდით და ედავებოდით რომ პანდემიის დროს ერთჯერადად პრემია გამოუწერა რამდენიმე თანამშრომელსო, შენ რაღა დაგემართა რომ ხელფასს იზრდი და თანაც 2000 ლარით და მეტიდაც??? კი ვიცი მე მაგას რაც ქვია და გეძახი კიდეც, მარა მაგი რომ არ შველის საქმეს???
ეხლა კინაღამ დაწყვიტეს ერთმანეთი, არიქა ოპოზიცია საქმეს გვიფუჭებს, ისეთ რამეებს ამბობს რომ ევროკავშირში მიღებაზე უარი გვითრანო….
ბიჯოოო, მთავრობა რომ ხარ, საქმე თუ კარგად მიგყავს, ხალხი თუ კმაყოფილი გყავს, ქვეყნიდან ხალხი თუ არ გარბის რომ გადარჩეს, მაშინ ოპოზიცია რას დაგაკლებს, მარა მარტო შენი თავიზა რომ ბრძოლობ რაფერ გამდიდრდე, ხალხს რომ ყველაფერს აუკრძალავ, ხელფასი რომ გაქვს 3 ათასი და მეტი და კიდო 2 ათასით მეიმატებ, ერთი მპადგილე რომ გყავს და კიდე 2 ან 3 დეიყენებ, საკრებულოს თანამდებობებს რომ გაზრდი რაღაც უაზრო რაოდენობით რომ ხელფასები ქონდეს შენი პარტიის ხალხს მეტი და ამას წლის პირველი თვიდან რომ იზამ, მერე მიადგები და შენს დაქვემდებარებულ სამსახურებს რომ მიადგები არიქა რეორგანიზაცია ჩაატარეთ, შტატები შეამცირეთ სწრაფადო და ხალხს სამსახურებიდან გამოყრი, თანაც მარტო იმიზა რომ არჩევნებში შენს მოწინააღმდეგეს უჭერდა მხარს, რაფერ ფიქრობ ხარ ევროკავშირში თუ ნატოში მისაღები???
არ ვართ ბატონო და ნუ დევიბრალებთ რომ კაები ვართ…
ადგა ამ ხალხის ნაწილი და სარჩელი შეიტანა სასამართლოში… და მარტო ოზურგეთის სასამართლოში რაც სარჩელია შესული პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, მარტო ეს კმარა რომ არსად მიგვიღონ…რავა, არ ჩანა ეს საქმეები თუ??? ან დამთვლელი არ ყავს თუ?
მეორე ნაწილმა უმუშევრად დარჩენილების გადაწყვიტა ქვეყნიდან წასვლა, რომ რაიმე ნაირად ოჯახი არჩნოს…ევროპაში რომ ჩავიდა და ჩაბარდა რომ ლტოლვილის საბუთი მიეღო, ქე თქვა და დაასაბუთა კიდეც რომ აქ პოლიტიკურად სდევნიან… ხოდა ეს ყველაფერი აისახა სტატისტიკაში და ა, ბატონო შედეგიც… ხოდა მერე გული ნუ გწყდებათ რომ ვიღაც ოპოზიციური პარტიებიდან წყალს გვიმღვრევსო…
კაცი, შენი პარტიის წევრი რომ იტყვის ბაკები ვიყიდე და მოგიტანეთო, მერე ამომრჩევლის მოსყიდვაზე რომ შეიტანენ მის წინააღმდეგ სარჩელს და მოსამართლე რომ იტყვის რომ მაგი მეიტყუა მაგან და სინამდვილეში არ ყოფილაო, რავა ამ განაჩენს არ კითხულობენ თუ იცით ევროკავშირში??? მარტო ამის გამო არ ვართ მისაღები მე თუ მკითხავთ…
არ თქვათ ახლა მაგი ნაციანალებმა მოგვიგონესო… ფაქტია აგი, ფაქტი და ყველა ხედავს…
ცხონებულმა მახოიამ იცოდა თქმა, შენ თუ იცი, მეც ვიცი და ჩვენ თუ ვიცით, ეეე, იმანც იცისო….
ხოდა დეიმახსოვრეთ, რასაც თესავთ, იმას იმკით და რაშიც თავს დეიდანაშაულებთ და გამოასწორებთ, იმასაც დეინახავენ ხალხიც და ევროკავშირიც ….
ტიტე ბაქანიძე – ნატანები;