საპოლიციო ძალების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული ამ წუთებში დედაქალაქში – ინფორმაციას ამის შესახებ “ტვ პირველი” ავრცელებს. არხის ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიისა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
გომელაურის უწყების წარმომადგენლები ე.წ. პეპელასთან მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეც შეიყვანეს.
“ტვ პირველის” ჟურნალისტის ცნობით, კანცელარიის ეზოში საპოლიციო ძალების კუთვნილი 10-მდე ავტობუსები,პიკაპი და წყლის ჭავლის მანქანა შევიდა.