,,ოცნების” მთავრობამ ევროპული მომავალი წაგვართვა- ამბობენ ქართველი სტუდენტები, რომლებიც ამ წუთებში რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიდიან.
ახალგაზრდების რაოდენობა 20 ივნისის აქციასთან შედარებით გაზრდილია. დედაქალაქის ცენტრში დაწყებულ საპროტესტო ტალღას სტუდენტები 15 უნივერსიტეტიდან შეუერთდნენ.
”საქართველოს მთავროობამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი უზრუნველყო. არ ჩაატარა რეფორმები, რომელიც შანს მოგვცემდა, გავმხდარიყავით ევროპის ნაწილი” – აცხადებენ სტუდენტები.