„თუ ვინმეს უნდა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შესრულდეს, აქციაზე უნდა მოვიდეს“, – ამის შესახებ „გირჩი მეტი – თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე უნდა მოვიდეს ყველა ვინც უკმაყოფილოა გადაწყვეტილებით.
„ძალისმიერი მეთოდების წინააღმდეგი ვარ და მშვიდობიანად არიან ეს ხალხი გასაშვები ხელისუფლებიდან. მათ ძალაუფლება უნდა წავართვა, ძალაუფლება უნდა წავართვათ მშვიდობიანად და ჩემი აზრით, არჩევნების გზით. ის ხალხი ვინც ფიქრობს, რომ სტატუსის მიღებისთვის გვჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმ რეფორმების გატარება, რომელიც ჩაგვიწერეს, ის ხალხი უნდა მოვიდეს აქ, რათა ხელისუფლებამ დაინახოს, საზოგადოების უმეტესობა უკმაყოფილოა. მოსული ვარ იმისთვის, რისთვისაც 20 ივნისს ვიყავი მოსული. გაბრაზებული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით მიიღო“, – აცხადებს „გირჩი მეტი – თავისუფლების“ ლიდერი.