პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა მოაძაობა “თავისუფლებისთვის” წარმომადგენელმა და ლიხაურელმა პედაგოგმა ირმა გორდელაძემ:
”გურულების სახელით მოგესალმებით ქართველებო..მოგიტანეთ გურული ფირალების მუხტი და შემართება.გურიის რეგიონში რომ ბუნტი და ჯანყი ყოფილა რუსეთის და დამპყრობლების წინააღმდეგ, არცერთ რეგიონში არ ყოფილა იმდენი. ახლა რა ჭირი გვეტაკა არ ვიცით, მაგრამ ვაცოცხლებთ ნელ-ნელა გურიას და მთლიანად საქართველოს.
18 წლის ვიყავი აქ 9 აპრილის დღეებში რომ ვიდექი..ნინო თოიძის სოფლიდან ვარ, რომელიც 9 აპრილს დაიღუპა..ექვთიმე თაყაიშვილის სოფლიდან ვარ..მიშრომია თავისუფლებისთვის და დღეს რა მოცემულობა გვაქვს?? “ქართულმა ოცნებამ” გაგვიჩალიჩა ევროკავშირზე ოცნება..ვერ შევალთ ვერანაირად, თუ არ დავდექით ერთად.
ვითმინეთ საზოგადოების დაყოფა, ვითმინეთ სიძულვილის ენა და ნელნელა შემოგვატყუეს ის, რომ არაფერი გააკეთეს ევროინტეგრაციისთვის. მილიონი ემიგრანტი გაქცეულია საქართველოდან..ევროპიდან გამოგზავნილი ფულებით არჩენენ ოჯახებს..ვითმინეთ პარლამენტში მოჭიკჭიკე ჩიტები..ჭკვიან და ნიჭიერ ქართველებს, რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ირაკლი ღარიბაშვილი?თაობები შეეწირა ევროპისთვის ბრძოლას..არ გვაპატიებს ამ დანაშაულს მათი სულები. ვიყოთ ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ” – განაცხადა გორდელაძემ.