მძიმე ავარია მოხდა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე. დამტვრეულია 5 მანქანა, მათ შორის, 1 ტაქსი, სადაც მძღოლთან ერთად, მგზავრებიც ისხდნენ. როგორც “რეზონანსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გზაზე მომვალ “ტოიოტა ლენდ კრუიზერის” ჯიპს უკნიდან დაეჯახა სხვა ჯიპი, შედეგად “ტოიოტა” გადაბრუნდა და საპირისპიროდ მომავალ ტაქსს შეეჯახა. ის მანქანა კი, რომელმაც ავარია გამოიწვია, თავის მხრივ, გზისპირას მდგარ პარკინგზე გაჩერებულ მანქანებში შევარდა და კიდევ 2 ავტომობილი დააზიანა.
ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და დაშავებულებსაც მსუბუქი დაზიანებები აღნიშნებოდათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო.