ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ერთ-ერთ ბარში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 8 ადამიანი კი – საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით 01:14 საათზე, პოლიციაში სროლის შესახებ არაერთი ზარი შევიდა. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ეჭვმიტანილი მამაკაცი ადგილზე მისვლიდან 3 წუთში დააკავეს.
ამასთან, როგორც CNN-ი იუწყება, საავადმყოფოში მყოფი 8 ადამიანიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.