Tesla სერიოზულ დანაკარგებს განიცდის

Tesla სერიოზულ დანაკარგებს განიცდის ბერლინისა და ტექსასის ახალი გიგა-ქარხნების გამო. ამის შესახებ კომპანიის თავკაცმა ილონ მასკმა განაცხადა. ფულის კარგვის მიზეზი კი აკუმულატორების სიმცირეა, რომელიც დაგეგმილი მოცულობის წარმოებისთვის არის საჭირო, ამასთან ჩინეთიდან მიწოდების ჯაჭვში რღვევაა.

„ხარჯები გიგაქარხნებზე დიდია, მოგება კი თითქმის არ არის: ახლა ორივე მოედანი გავს გიგანტურ ღუმელს რომელშიც ფული იწვის,” – განაცხადა მასკმა. მისივე თქმით, ორივე ქარხანა ცდილობს გაზარდოს წარმოების მოცულობები მათი გახსნის მომენტიდან, თუმცა ვერ ეწევიან გეგმას. ასე მაგალითად, ბერლინის ქარხანამ კვირაში 1000 ელექტრომობილის წარმოებას 20 ივნისს მიაღწია. მაშინ როცა ამისთვის აპრილში უნდა მიეღწია. ტექსასის ქარხანაში კი წარმოება მწირია. აქ მიზეზი კომპონენტების ნაკლებობაა. მაკომპლექტებლების პარტია ჩინურ პორტში გაიჭედა, სადაც ცოტა ხნის წინ კოვიდის აფეთქება მოხდა.

აღნიშნული არასტაბილური სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ცნობილია Tesla აპირებს მომდევნო სამ თვეში თანამშრომელთა რაოდენობა 10%-ით შეამციროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share