რუსული ავტოწარმოება მეოცე საუკუნეში ბრუნდება

ამერიკელებმა რუსულ ავტოწარმოებას XX საუკუნეში დაბრუნება უწინასწარმეტყველეს. გამოცემა CarScoops.com-ის ჟურნალისტები თვლიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები ქვეყნის საავტომობილო წარმოებას მნიშვნელოვნად ურტყამს. მათი კოლეგები NBC News-დან კი აცხადებენ, რომ თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებზე უარი და დაბრუნება 1996 წლის ეკოლოგიურ სტანდარტებთან, ქვეყნისთვის რეტროგრადული ნაბიჯია.

პორტალი NBS News-ი წერს, რომ Lada-ს გამარტივებული ავტომობილების გამოშვება იძულებითი ზომა გახდა, ჟურნალი Autoblog-ი კი წერს, რომ უცხოური კომპონენტების გარეშე Lada Granta-ს წარმოება თანამედროვე სტანდარტებით შეუძლებელი იქნება.

მათ ფასიც დაადგინეს და აცხადებენ, რომ „მარტივი“ Granta 11 800 დოლარი ეღირება. მათივე აზრით, ამ მოდელის მსგავსად კომპანია გადავა მარტივი Niva-ს, ასევე ავტობუსების, სატვირთოებისა და კომერციული დანიშნულების ავტომობილების წარმოებაზე. ეს კი რეალურად რუსული ავტოწარმოების მეოცე საუკუნეში დაბრუნებას ნიშნავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share