ხანძარი წყალტუბოში – დამწვარია 30 ჰექტარი

ხანძარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში – ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს.

ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 30 ჰექტარი. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

რაც შეეხება, სამეგრელო-ზემო სვანეთში გაჩენილ ხანძარს – 28 კერა ლიკვიდირებულია, დარჩენილია 10.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share