“დღეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია. ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:
“რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი.
დღეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია.
ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს.
ცვლილებების აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიის, საერთოდ ქვეყნის წინაშეა – დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს.
ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოვებელია არსებული ფრონტი. სწორედ ამიტომ აუცილებელია შემოგვიერთდეს ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ახალი თაობა, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. შემოგვიერთდეს ხალხი, რომელიც აქამდე თავს არიდებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბრძოლას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს.
ძალიან ბევრი, აქამდეც იყვნენ ჩვენ რიგებში და იბრძოდნენ კიდეც ჩვენს მხარდამხარ, მაგრამ ამიერიდან მათ მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემთ კიდეც.
დიდი და მასშტაბური ფრონტი ყველას აძლევს ასპარეზს – მათაც ვინც აქამდე ჩვენთან ერთად არ იბრძოდა, მათაც ვინც ზურგს გვიმაგრებდა და ახლა მხარდამხარ იბრძოლებს და მათაც, ვინც აქამდე წინა ხაზზე იდგა.
ახლა ყველა ერთად და მხარდამხარ ვიბრძოლებთ ერთიანი მიზნისთვის
ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად – შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება.
ძალა ერთობაშია
ძალა საკუთარი ძალების რწმენაშია”, – წერს ნიკა მელია.
მსგავსი სტატიები
- 97
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხმაურიანი გადაწყვეტილება - "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ საქართველოში არსებული საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცეს. საუბარია საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის, დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის აქტივებზე. ჩამონათვალთა შორის, რომელიც ფონდს გადაეცა, არის 30-მდე ობიექტი - მათ შორის სასტუმრო "პარაგრაფი", შპს თბილისი სითი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, "თაბორი რიზორთსი",…
- 97
"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
- 97
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "მთავარ არხზე", თამარ ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში "მთავარი დებატები", იმის დასამტკიცებლად, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ, იხსენებს თავისი მეგობრის მონაყოლს, ვისი 18 წლის შვილები მხოლოდ მას შემდეგ დადიან საპროტესტო აქციებზე, რაც არჩევნებზე ხმა მისცეს, მერე კი თავად დარწმუნდნენ, რომ მათი ხმები მოიპარეს. ჩემი…
- 97
ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება კადრები, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე გუშინ ბუკნარში: მას შემდეგ, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისაკენ სირბილით წავიდნენ - სადაც ადგილობრივი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილნი - მე პოლიციის კორდონის უკან ვიდექი და შესაბამისად, სოფლის ცენტრისკენ სირბილით მიმავალი დემონსტრანტების თავში მოვექეცი - რაც შემეძლო მივრბოდი,…