რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინას პირველად ეწვია

ომის დაწყებიდან მეხუთე თვეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინას პირველად ეწვია.

„როიტერსის“ ცნობით, შოიგუმ უკრაინაში რუსული სამხედრო ქვედანაყოფების დაათვალიერა. მან მეთაურებისგან რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე სიტუაციისა და მთავარ ოპერატიულ ადგილებში მოქმედებების შესახებ მოხსენებები მოისმინა.

ცნობილი არაა თუ როდის შედგა აღნიშნული ვიზიტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share