“არ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ ერთიანად უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა – დავნიშნოთ არჩევნები”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას:

„იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი აუცილებელია მთელი რიგი რეფორმების გატარება. ასევე დათქმა, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის სათავიდან ჩამოშორებას. თუ „ქართული ოცნება“ დაიწყებს დეოლიგარქიზაციის პროცესს, ავტომატურად მოხდება პოლარიზების შემცირებაც. წარმოდგენილია აქციაში მონაწილე საზოგადოების მიერ კონკრეტული გეგმა. თუ ღარიბაშვილი არ გადადგება, ამის შემდეგ პროტესტი მიიღებს უფრო მწვავე ხასიათს. არ მგონია, ისინი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ხალხის მოთხოვნის მიუხედავად გადადგნენ. ღარიბაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ივანიშვილმა. აუცილებელია 3 ივლისს ვიყოთ იმაზე ბევრად მეტნი, ვიდრე წინა აქციებზე ვიყავით. ამ შემთხვევაში, ივანიშვილი მართლაც დაფიქრდება ხომ არ გადააყენოს მთავრობა და გაუნაწილოს ძალაუფლება ხალხს.

არავინ აპირებს რევანშს, ულტიმატუმს და შურისძიებას, არც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ ერთიანად უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. კოალიციური მთავრობის პირობებში შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, დავნიშნოთ არჩევნები და ვისაც ხალხი მიანდობს, მანდატს იმან განაგრძოს ქვეყნის მართვა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share