სანქცირებული რუსული ტვირთი ბათუმის პორტში – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “ესენკა” ახლა ბათუმის ნავთობტერმინალში დგას.
“მთავარ არხს” წყარო უყვება, რომ გემი რუსული სანქცირებული კომპანიის “როსნეფტის”, 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით არის დატვირთული. ჩვენი ინფორმაციით, ქართული მხარე ახლა ცდილობს ტვირთს წარმომავლობა შეუცვალოს და ევროპაში ისე გაააგზავნოს.