საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე სოციალურ ქსელში წერს:
“მე მახსოვს ტაბუ დადებული ზვიადის სახელი…
ანალოგიური სიტუაცია მეორდება ახლა…
ადამიანმა, რომლმაც ჩვენი ქვეყანა ლიდერ პოზიციაზე ამყოფა და ევროპას დაახლოვა, დღეს მისი სახელის ხსენებაზე ბოდიშს იხდიან…
ერთი რამ გახსოვდეთ: ის ვინც წარსულს ივიწყებს, ყველაფერს ახალს, შეცდომით იწყებს…
სანამ ახალ ფურცელს გადაშლი, ყველა ძველი ფურცელი წაკითხული და გაანალიზებული უნდა გქონდეს…
ევროპაში შესასვლელად ჩვენ გვთხოვენ დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და არა პიროვნებების მარგინალიზაციას.
მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ითხოვენ სიტყვის თავისუფლებას და რცხვენიათ, სიტყვის თავისუფლებისთვის ციხის კედლებში გამომწყვდეული ადამიანის სახელის ხსენება…
არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებსაც სურთ, გახდნენ ევროპის ნაწილი და არაფერს ამბობენ ციხის კედლებში, პუტინის მიერ გამომწყვდეულ ევროპულ ლიდერზე, რომელსაც სულს ჰხდიან…
მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ჩვენ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს მესამე პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია ის, თუ რა შეფასებას აძლევენ მსოფლიო ლიდერები ერის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ამდაგვარ დამოკიდებულებას მოვლენებისადმი, რომელიც მათი მხრიდან ერთგვარი ინდიკატორია განსაზღვრონ სიმწიფე დემოკრატიის.
და თუ ნიკას და მიშას ხსენება სირცხვილია, ამის პირველ რიგში ევროპარლამენტარებს უნდა შერცხვენოდათ, როლებმაც მოთხოვნათა ერთერთ პუნქტში პოლიტპატიმრების განთავისუფლება მოითხოვა.
თქვენ თუ ამ პუნქტს უგულებელყოფთ – სირცხვილია!!!”, – წერს სულაშვილი ფეისბუქზე.