“ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემით, რაც მე ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა ჩვენ ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც გამოდის, რომ 5 თვეში, ამ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში, იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბანკები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად პრობლემა არის ყველგან, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა”.
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.