„ჩეჩენი ბიჭები შეავსებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჯარებს“ – კადიროვი ოთხ ახალ ბატალიონს ქმნის

კადიროვი ჩეჩნეთში ოთხი ბატალიონის შექმნას ააანონსებს, რომლებიც “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ”.

“მეგობრებო, ძალიან მალე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩამოყალიბდება ოთხი სამხედრო ბატალიონი ჩრდილო-ახმატი, სამხრეთ-ახმატი, დასავლეთ ახმატი და აღმოსავლეთ-ახმატი. ჩეჩენი ბიჭები შეავსებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჯარებს. ახალი ბატალიონების ჩამოყალიბების სურვილი სრულად აღჭურვილი პერსონალით, გამოწვეულია რეგიონის ახალგაზრდობაში უკიდურესად პატრიოტული განწყობით. სამშობლოს დაცვის სურვილი იზრდება და ჩვენი ამოცანაა მივცეთ მათ ასეთი შესაძლებლობა”, – წერს კადიროვი ტელეგრამის არხზე.მისივე თქმით, უკვე მოინახულა შენობა, სადაც ორი ახალი ბატალიონი განთავსდება. მისი მტკიცებით, საცხოვრებუელში უზრუნველყოფილი იქნება “ყველანაირი კომფორტი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share