“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, “სირცხვილიას” ორგანიზებით, 24 ივნისს გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს, რომელიც მთავრობის გადადგომას ეხება, სერიოზულად არ აღიქვამენ.
“მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს, ახლა “სირცხვილიას” ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ და იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ”, – თქვა ნინო წილოსანმა.
მისი აზრით, ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გასაწვერიანებლად ყველა ნაბიჯი გადადგა და წილს ბოლომდეც ასე მოიქცევა.
სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.