“ევროპა ჩვენი არჩევანია” – 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია რეგიონების მოსახლეობას ხვდება

ოპოზიცია რეგიონებში შეხვედრებს მართავს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, გიორგი ბოტკოველი და ანი წითლიძე თანაგუნდელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მარტვილში ხვდება.

ადგილობრივებს სპეციალურ ბუკლეტებს – “ევროპა ჩვენი არჩევანია” ურიგებენ. ოპოზიცია მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

გიორგი ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას, ამიტომ აუცილებელია, რომ 3 ივლისს აქციაში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღოს და საერთაშორისო პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა ამ ფორმით გააგონონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share