24-26 ივნისს ქ თბილისში მძლეოსნობის სასახლემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა მძლეოსნობაში. ასპარეზობაში საქართველოს გუნდებთან ერთად სომხეთის ნაკრები გუნდიც იღებდა მონაწილეობას.
შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის სპორტსმენები, რომელიც უკვ 10 წელია პირველ ლიგაში ასპარეზობენ, წარმატებით გამოვიდნენ და გუნდური ჩათვლადი |\/ საპრიზო ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ორი ოქრო მოიპოვა სოფიკო შათირიშვილმა. ბირთვის კვრა (4 კგ) და ბადროს ტყორცნა 1(კგ)
მწვრთნელები : ( დ. მანთიძე, მ. კოტრიკაძე)
ასევე საუკეთესოდ იასპარეზა ქეთევან მამალაძემ და ვერცხლი მოიპოვა ბადროს ტყორცნაში ( 1კგ)
მწვრთნელები: დ. მანთიძე, მ. კოტრიკაძე
ვერცხლის მფლობელი გახდა უროს ტყორცნაში (7კგ) გოგა ჭიხვარია
მწვრთნელები (გ . ბედოშვილი, მ. კოტრიკაძე)
ჩემპიონატზე თავი გამოიჩინეს და ოზურგეთის გუნდს გუნდურ ჩათვლაში ქულები შესძინეს : ქეთევან თევზაძემ, მერაბ მახარაძემ, გიორგი მელივამ, მიშიკო მახარაძემ.