”მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება. ხალხის რაოდენობაზე თუა საუბარი, მაგალითად მათ [ახალ სახალხო მოძრაობას] თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით, ძალიან მარტივადაა საქმე. თუმცა ამ პაექრობაში შესვლას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. რეალურად, ხალხის სახელით, რომ გელაპარაკება მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ნუ, ეს უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინოა.” –
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.