თუ ადამიანები იცავენ წესებს, რისკი ნაკლებია, თუ არ იცავენ, არ აქვს მნიშვნელობა ეკლესია იქნება თუ სუპერმარკეტი, გაიზრდება შემთხვევები,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, პაატა იმნაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიას რეკომენდაციების გათვალისწინებისა და წესების მაქსიმალურად დაცვის გამო.
„აპრილი იყო ის თვე, როდესაც საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა მატებისკენ მიდიოდა და კიდევ ერთი თავშეყრა იქნებოდა დამატებითი რისკი. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა ქართულ ეკლესიას, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და მაქსიმალურად, ყველა წესის დაცვით ჩაატარა დღესასწაულები, ასე რომ დღესაც ასეა, თუ ადამიანები იცავენ წესებს, რისკი ნაკლებია. როცა არ იცავენ, არ აქვს მნიშვნელობა ეკლესია იქნება თუ სუპერმარკეტი, გაიზრდება შემთხვევები”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მსგავსი სტატიები
- 91
2021 წელი ხარის მმართველობის წელი იქნება. ექპერტებმა წინასწარი პროგნოზი უკვე გააკეთეს იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდეთ ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. ხარის წელში ენერგეტიკისა და ცხოვრებისეული ტონუსის ამაღლება მოგვიწევს. ეს ძალიან ენერგო-ხარჯიანი პერიოდი იქნება როდესაც ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდება, შესაბამისად აღარ მოიწყენთ. 2021 წლის მახასიათებლები აღმოსავლურ ჰოროსკოპში მნიშვნელოვანია…
- 91
შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარს "აღზრდის საიდუმლო", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ "ამონაშვილების აკადემის მშობლებისთვის" და "აზროვნების აკადემია", საინფორმაციო მხარდამჭერი კი ვებგვერდი mshoblebi.ge, საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ…
- 90
თუ საწოლში ნებივრობა გიყვართ და ადგომა დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს, უნდა გაგახაროთ, რდგან, ახალი კვლევის თანახმად, ეს თქვენს ინტელექტზე და კრეატიულობაზე მეტყველებს. მაღვიძარა თქვენნაირი ადამიანებისთვის არ გამოუგონიათ, თქვენმა ორგანიზმმა უკეთ იცის, როდის არის გაღვიძების დრო. თუ აიგნორებთ მაღვიძარას ხმას, გაღვიძებისთანავე საწოლიდან არ დგებით და იქცევით ისე, როგორც თქვენს ორგანიზმს სჭირდება,…
- 90
როგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…