“ერთი “ქეისი” ვერ მოაქვთ, რომელიც დაამტკიცებდა, რომ სასამართლოში არის პრობლემა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მოქმედი და პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში საუბრობს.
ამბობს, რომ 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, “გვქონდა მილიონი ქეისი, რომელიც ადასტურებდა, რომ იქ ხდებოდა უბედურება…”
ის მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორედ არჩევასაც ეხმაურება და წამყვანის კითხვაზე, თუ მოსამართლეს მართავს ერთი ხელისუფლება, მეორე რატომ ვერ იზამს ამას, პასუხობს, რომ
“პოლიტიკური ნება არის შეცვლილი მთლიანად, თავიდან ბოლომდე”.