ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე წარმატებული სტარტი აიღო და პირველი ბარიერი დაძლია.
30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ ლუკაშ როსოლს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 3:2. შეხვედრა 2 საათისა და 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრა ძლიერი წვიმის გამო ორჯერ შეწყდა.
ბასილაშვილი ორჯერ აგებდა, რადგან პირველი და მესამე სეტი 6:7, 3:6 წააგო, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვება. ნიკოლოზმა მეორე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო (7:6), ხოლო მეოთხე და მეხუთე სეტში ერთნაირად, 6:3, 6:3 იმარჯვა.
შედეგად, ქართველი ჩოგბურთელი 29 ივნისს 1/32 ფინალში ფრანგ ქუენტინ ჰალისს შეხვდება, რომელმაც ბენუა პერი დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი – ლუკაშ როსოლი 3:2 (6:7, 7:6, 3:6, 6:3, 6:3).