ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო სხდომებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცახადა.
„კოლეგებო, წევრებს რომელთა უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა შეუძლიათ გადმობრძანდნენ დარბაზში. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.