“ოცნების” დეპუტატს ბსუ-ს სტუდენტები ოპოზიციის დისკრედიტაციაში ჰყავს ჩართული – მიმოწერა გასაჯაროვდა

“ქართული ოცნების” დეპუტატს ბათუმის საკრებულოში, რიჩარდ სირაბიძეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ოპოზიციის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაში ჰყავს ჩართული. შიდა მიმოწერა და შესაბამისი მასალა “ტვ 25”-მა მოიპოვა. 

მიმოწერით ირკვევა, რომ სტუდენტები ბსუ-ს თვითმართველობის თავმჯდომარე ლიკა დიასამიძისა და რიჩარდ სირაბიძის მითითებებს ასრულებენ. დეპუტატი თვითმართველობის “ვოთსაფის” ჩატშია გაწევრიანებული. დავალებაა კრიტიკულად განწყობილ ადამიანს დასცინონ, მათ წინააღმდეგ სხვადასხვა FB გვერდებზე ატვირთული მასალა გააზიარონ, ან დამამცირებელი კომენტარები დაწერონ. დღის ბოლოს ჩატში მათ მტკიცებულება “სქრინის” სახით უნდა ატვირთონ.

“გადავაზიაროთ ეს პოსტი და დავცინოთ”, “დავაჰაჰავოთ” “გადააზიარეთ ეს აგენტი” “გაზიარების სქრინები გვინდა” – წერს ჩატში სირაბიძე.

როგორ მოხდვა ბსუ-ს ჩატში საკრებულოს დეპუტატი “ტვ 25”-მა კითხვით ლიკა დიასამიძეს მიმართა. მან მედიასთან ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაში სტუდენტების ჩართვა უარყო.

“დამშვიდდით და მოეშვით პროვოკაციებს. არანაირად აგიტაციას არ ვუტარებთ არაფერს. არანაირ დავალებებს არ გავცემთ. მე და რიჩი მეგობრები ვართ მხოლოდ, საქმიანი ურთიერთობა არანაირად არ გვაკავშირებს. ჩემი მეგობარია, არანაირი კავშირი არ აქვს ჩატთან. რა სისულელეა, არანირი მტკიცებულება არ გექნებათ მაგ საკითხთან დაკავშირებით, არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას არ ვუწევ არცერთ სტუდენტს”, – უთხრა დიასამიძემ მედიას. 

კამერასთან კითხვებს არ უპასუხა არც რიჩარდ სირაბიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share