„სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე“ – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. დაპატიმრებული პრეზიდენტის ძმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის მომართვა, სადაც პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.

დავით სააკაშვილის თქმით, სასწორზე  ადამიანის სიცოცხლე დევს და ამას ყველაფერს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის განცხადება კიდევ ერთელ ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რამდენად ყურადღებით აკვირდებიან, მიშას, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ამის იქით უკვე ფსკერია. სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე. მინიმუმ, შეიძლება ადამიანის ინვალიდობა მივიღოთ. შესაბამისად, ამას ყველაფერს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი“. – ამბობს დავით სააკაშვილი.
გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი პირველი გამოცდა  და ევროსაბჭოს დაუმტკიცოს, რომ ნმადვილად იმსახურებს ევროპულ საზოგადოების წევრობას.

„ქართულმა ოცნებამ  აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროპული საბჭოს რეკომენდაცია, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ. თითქოს, ქართული ოცნება იძახის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ევროპული საზოგადოების წევრი. ეს არის პირველი გამოცდა, რომ დაანახონ ევროპულ საზოგადოებას, რომ ისინი ნამდვილად ფიქრობენ, რომ იყვნენ ევროპული ოჯახის წევრი. ვითხოვთ, რომ გადავარჩინოთ მიშა სააკაშვილის სიცოცხლე“. – თქვა გიორგი სააკაშილმა.
ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასაბლეამ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართა.

 

ოფიციალურ დოკუმენტს ხელს  ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები აწერენ.

 

მესამე პრეზიდნეტი უკვე მეორე თვეა კლინიაკშია. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება კი უცვლელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share