დუშეთში, წყლით სავსე თხრილში ქალის ცხედარი იპოვეს – მას ორი დღე ეძებდნენ

დღეს დილით დუშეთში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ის არაგვისპირში, წყლის თხრილში ნახეს.

58 წლის ქალი ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მას ორი დღე ეძებდნენ, დღეს კი ამ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ქალი სავარაუდოდ გაიყინა. გარეგნული დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share