“ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, რიჩარდ სირაბიძე, რომელიც ბსუ-ს თვითმართველობის ჩატშია და სტუდენტები ოპოზიციის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაში ჰყავს ჩართული “მთავარი არხის” კამერას მთელი დღეა ემალება. ის არც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ირკვევა, რომ სირაბიძე ბსუ-ს გარდა “რობაქიძის უნივერსიტეტის” სტუდენტების ჩათშიცაა, სადაც სტუდენტებს სთხოვს გარკვეული შინაარსის პოსტები გააზიარონ. სირაბიძე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი წარსულში თავადაც იყო, თუმცა 2 წელია სტატუსი შეჩერებული აქვს.
“ეს არ არის უნივერსიტეტის ოფიციალური რაღაც შიდა ე.წ. ჩატი, ასეთი ათობით, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არის ჩატი, ყველა სტუდენტს აქვს თავისი პოლიტიკური გემოვნება. შიგნით ერთმანეთს ვინ რას წერს, არანაირ ნორმებში არ ჯდება, რომ უნივერსიტეტმა მოახდინოს მისი ადმინისტრირება. როცა ეს უნივერსიტეტის სახელით იქნება, ამაზე ნამდვილად ვარ მე პასუხისმგებელი”, – ამბობს ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში.
თვითმართველობის წევრი, საბა გეგუჩაძე ამბობს, რომ ვერავინ ვერავის დააძალებს რაღაც ან “დაალაიქოს” ან “გააზიაროს” თუ სურვილი თავად არ აქვს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ზურაბ პაპუნიძე ამბობს, რომ მიუღებელია თვითმართველობის წევრის მიერ პარტიული განცხადებების გაკეთება, მაგრამ ეს მათი პირადი საქმეა.